საწარმო "ალავერდი” ახალია საქართველოს ღვინის რუქაზე. ქარხანა აშენებულია 2001 წელს სოფ. ჩუმლაყში პრაქტიკულად ცარიელ ადგილას, სუფთა მინდორში. ამჟამად კი ის წარმოადგენს ღვინის, კონიაკის სპირტისა და კონიაკის მთლიანი ციკლით წარმოების კომპლექსურ საწარმოს.

ფირმის შემადგენლობაში შედის უჟანგავი ფოლადისგან რეზერვუარების დამამზადებელი სააქმრო. ქარხანა მთლიანად აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე მოწყობილობა-დანადგარებით (საფრანგეთის, იტალიის და გერმანიის წარმოების) ყურძნის გადამუშავებისთვის და ტექნოლოგიური პროცესის რეალიზაციისთვის. ესენია ღერძიანი მჭყლეტავები, დურდოს გადამქაჩი ტუმბოები, პრესები, სხვადასხვა სისტემისა და დანიშნულების ფილტრები, ღვინის მასალების გადასამუშავებელი მოწყობილობები, სამაცივრე დანადგარი, ღვინის "ცივი” ჩამოსხმისთვის მაღალმწარმოებლური ხაზი. განსაკუთრებულ სიამაყეს წარმოადგენს თანამედროვე მოწყობილობა-დანადგარებით აღჭურვილი საცდელი ლაბორატორია ფართო სპექტრის ფიზიკო-ქიმიური ანალიზების ჩასატარებლად.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ღვინის ჩამოსხმისა და მოსავლის მიღების პროცესებში თავად დარწმუნდნენ ქარხნის სპეციალისტების ტექნიკური დისციპლინისა და პროფესიონალიზმის მაღალ დონეში.
ქარხანა "ალავერდი” აშენებულია იმ ზონის შუაგულში, რომელიც განთქმულიაკახური თეთრი ღვინით, დამზადებული რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან, რომელსაც მთელს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. საკუთარი ვენახები შეადგენს 188 ჰა. მათ შორის ვენახები განლაგდება ქინძმარაულის, გრემის ენისელის, ახაშენის, გურჯაანის, შირაქის ველის მიწებზე ტარდება ფართომასშტაბიანი სამუშაოები ყურძნის ჯიშების შემადგენლობის განაახლებისთვის. შექმნილია ყველა პირობები თანამედროვე აგროტექნიკურ საფუძველზე ვენახების გაშენებისთვის, რათა ამაღლდეს ყურძნის ხარისხი, მისი მოსავლიანობა და ამით უზრუნველყოს საწარმო საკუთარი ნედლეულით. ძირითადად ხდება ისეთი წითელი ჯიშის ვენახების დარგვა, როგორიცაა საფერავი, კაბერნე სოვინიონი და ა.შ. თავისი პირველი სეზონი ქარხანამ გახსნა 2001 წელს.
ისეთი კლასიკური მიმართულების ღვინოების გამოშვებასთან ერთად, როგორიცაა "საფერავი”, "ქინძმარაული”, "მუკუზანი”, "ახაშენი”, "რქაწითელი”, "კახეთი”, "გურჯაანი”, "ვაზისუბანი” და ა.შ., ასევე დიდი ყურადღება ექცევა საკუთარი წარმოების ახალი მარკის ასორტიმენტის გამოშვებას: "შირაქის ველი”, "ოცნება”, "სანატრელი”, "დედოფალი”, "სახლის ღვინო” და ა.შ. ქარხანამ აითვისა "ქაშერული” ღვინის წარმოებაც, რომელიც დამტკიცებულია Kosher Certificate KC №961324-1.
შპს "ალავერდი” ძირითადად ორიენტირებულია ექსპორტზე. ღვინოები მიეწოდება რუსეთს, გერმანიას, ირლანდიას, იაპონიას, ამერიკას, კორეას, უკრაინას
და ა.შ.


ხანმოკლე არსებობის მიუხედავად, ქარხნამ მყარად განამტკიცა თავისი პოზიციები ბაზარზე. 2002 წ. ივნისიდან 2006 წ. მაისამდე საერთაშორისო კონკურსებსა და გამოფენებში "ალავერდის” პროდუქციამ მიიღო პრემია გრან-პრი, 32 ოქროს, 18 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედლები, 42 ოქროს ხარისხის ნიშნები.
ყველაფერს, რასაც საუკეთესო ღვინოებში ვაფასებთ, სპეციალისტები "ალავერდში” პოულობენ: ყურძნის ტრადიციული ჯიშები, უნიკალური რეცეპტურა, სიახლე და გამძლეობის კონსერვატიზმი.
 
Copyright © "Alaverdi" ltd. მთავარი | ჩვენს შესახებ | ღვინის ისტორია | პროდუქცია | რუქა | კონტაქტი