ქართული მეღვინეობის ისტორია განუხრელად დაკავშირებულია ქართველი ხალხის მთელ ისტორიასთან, ყურძნის მოყვანისა და მეღვინეობის ტრადიციებთან, რომელიც საუკუნეების მანძილზე თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ქართულ ვაზს ჯერ კიდევ გენიალური ჰომეროსი იცნობდა. ასევე კარგად იცნობდნენ მას ანტიკური სამყაროს სხვა დიდი ადამიანებიც _ აპოლონიოს როდოსელი, ქსენოფონტე, სტრაბონი და პროკოფი კესარიელი. ვაზის მრავალფეროვნებამ და ვაზის კულტურის ძველისძველმა ტრადიციებმა მისცა საფუძველი მსოფლიოს ბევრ გამოჩენილ მეცნიერს, ჩვენს დროში ამტკიცონ, რომ კულტურული ვაზის ჯიშების პირველი სამშობლო სწორედ საქართველოა და აქედან მოედო იგი შემდეგ ევროპის ბევრ ქვეყანას; ამტკიცონ, რომ თვით სიტყვა “ღვინო~ (“вино”, “vin”, “vein”, “vine” და სხვა) ქართული წარმოშობისაა.
  დღეს-დღეისობით საქართველოში 500-ზე მეტი ყურძნის ჯიშია, რომელიც მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის საუნჯეა.
ჩვენი ქარხანა მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში _ კახეთში. ჩვენი ქვეყნის
ეს კუთხე წარმოადგენს ხარისხოვანი ღვინოების ქვესარტყელს. ცნობილი მეცნიერი ა. სანიკიძე კახეთის ნიადაგების
შესახებ წერს: "კახეთში ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგებია, რაც უმაღლესი ხარისხის პროდუქციას (ღვინოს) იძლევა.
ყველა ვინც კი კახეთის მეღვინეობას იცნობს ფრიად მაღალ შეფასებას აძლევს ახაშენის, ჩუმლაყის, მუკუზანის,
ურიათუბნის და წინანდლის კლასიკურ წითელ ღვინოებს:... `კახურ ღვინოებს სახელი გაუთქვეს ნეშომპალა-კარბონატულ ნია­დაგზე არსებულმა ვენახებმა. დადებით ფიზიკურ-ქიმიურ შემადგენლობასთან ერთად ძირითად ფაქტორად რომელიც ამ ღვინოებს უმაღლეს სიკეთე აძლევს კირის ფრიად მაღალი შემადგენლობაა.
ზემოთ ხსენებულ სოფელ ჩუმლაყში მდებარეობს ჩვენი ქარხანა “ალავერდი”. იგი მთლიანად აღჭურვილია უახლესი მოწყობილობა-დანადგარებით რაც საშუალებას გვაძლევს თანამედროვე ტექნოლოგიისა და უძველესი ქართული ტრადიციების შერწყმით ვაწარმოოთ მსოფლიო სატნდარტების შესაბამისი უმაღლესი ხარისხის ღვინოები. ამ ზონაშივეა (ჩუმლაყი, ახაშენი, ქინძმარაული, ენისელი, გრემი, შირაქის ველი) გაშენებული მის საკუთრებაში არსებული 300 ჰექტარი ვენახიც, შიდა კახეთში, ალაზნის ველის (მას უწოდებენ კახეთის “მარგალიტს”) იმ ნაწილში რომელიც ზღვის დონიდან 400-1000 მეტრზეა. ალაზნის ველი გაშლილია გომბორის ქედსა და კახეთის კავკასიონს შორის. იგი იწყება ზღვის დონიდან 200 მეტრზე, მევენახეობის ზონაში ადის 400-1000 მეტრზე, ხოლო ქედის მწვერვალი 3500 მეტრზე მეტია.
წლიური ნალექი აქ 600-700 მმ-ია; საშუალო ტემპერატურა 12-14 გრადუსია ზამთრის საშუალო ტემპერატურა 2,7-4,7 გრადუსია.
 
Copyright © "Alaverdi" ltd. მთავარი | ჩვენს შესახებ | ღვინის ისტორია | პროდუქცია | რუქა | კონტაქტი