ჩვენს შესახებ

ქართული ღვინო - ეს მხოლოდ სასმელი არაა. ეს ჭეშმარიტი ხელოვნებაა, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას, მამიდან შვილს. 

„ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი“ მდებარეობს მეღვინეობით სახელგანთქმულ მხარეში, კახეთში, გურჯაანის რაიონში. ქარხანა აშენდა 2001 წელს სოფ. ჩუმლაყში, იმ ზონის გულში, რომელიც ცნობილია რქაწითელისა და საფერავისაგან დამზადებული კახური ღვინით, და ანალოგი არ ჰყავს მსოფლიოში. 

მთლიანობაში წარმოადგენს კომპლექსურ საწარმოს, ღვინის და კონიაკის სპირტის წარმოების სრული ციკლით. ქარხანა მთლიანად აღჭურვილია ყურძნის გადამამუშავებელი და ტექნოლოგიური პროცესის სარეალიზაციო თანამედროვე ტექნოლოგიით. ქარხნის ტერიტორიაზე არსებობს საცდელი ლაბორატორია ფიზიკო-ქიმიური ფართო სპექტრის ანალიზების საწარმოებლად. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარწმუნდნენ ტექნიკური დისციპლინის მაღალი დონის და ქარხნის სპეციალისტების მაღალი დონის თაობაზე, ღვინის ჩამოსხმის ან ყურძნის მიღების პროცესზე დასწრებით. 


სრულად

დაათვალიერე ჩვენი პროდუქცია

ჩვენი პროდუქცია
 

ღვინის ისტორია

ღვინო და საქართველო - ესაა კავშირი, რომელიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს.

„საქართველოა ღვინის აკვანი“ - ეს სიტყვები ეკუთვნის 1999 წლის 23 ივლისს ლონდონში ვინოპოლისის დამაარსებელს, ცნობილ ბრიტანელ მწერალს და პუბლიცისტს ჰიუ ჯონსონს. არსებობს უამრავი ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ლიტერატურული წყარო მისი სიტყვების დასამტკიცებლად.

მსოფლიოში პირველი კულტურული ვაზი  აღმოჩენილია საქართველოში. თბილისიდან სამხრეთით, ქვემო ქართლში, მარნეულის ველზე,  გორას ნანგრევებში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ყურძნის რამდენიმე წიპწა «VitisVineisfera Sativa». სხვადასხვა არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ნეოლითური პერიოდის ჭურჭელი, თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებზე ღვინის მჟავის ნარჩენები, ასევე უნიკალური ღვინის ჭურჭელი ქვევრი და ღვინის დაყენების უძველესი ტექნოლოგიები.  «Vitis Vineifera Silrestris» კვლავ ფართოდაა გავრცელებული საქართველოს ტერიტორიაზე. 1980-იანი წლებიდან ტყის ვაზის ლერწამი ჩაიწერა საქართველოს წითელ წიგნში როგორც სახელმწიფო დაცვის ობიექტი. გარდა ველური ვაზისა, საქართველოში გვხვდება 525 -ზე მეტი კულტურული სახეობა. 



ღვინის ისტორია

ექსპორტი